Accentnews.ge
გოზმანი: "ბელარუსიდან უკრაინაში ჩავიდა დანაყოფი, ხოლო ხალხს აქვს ინსტრუქცია, როგორ დამალონ სამხედროები"

გოზმანი: "ბელარუსიდან უკრაინაში ჩავიდა დანაყოფი, ხოლო ხალხს აქვს ინსტრუქცია, როგორ დამალონ სამხედროები"

13/03/2022 20:22:05 ევროპა

რუსეთში მცხოვრები პოლიტოლოგი, აქტივისტის, კრემლის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსის ლეონიდ გოზმანის ინფორმაციით, ბელარუსიდან უკრაინაში ჩავიდა დანაყოფი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, ხოლო ხალხი სამხედროების, რეზერვისტების დამალვას ცდილობს, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში ჩათრეულნი.

„ხალხს აქვს ინსტრუქცია, როგორ დამალონ სამხედროები, რომ ისინი ვერ იპოვონ. ეს ძალიან ეროვნული კამპანიაა, ბელარუსი ბიჭების გადასარჩენად, რომ ისინი უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად არ გააგზავნონ. ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ თავად ბელარუსის ის დანაყოფი, რომელიც ამჟამად უკრაინაში უკრაინის მხარეს საბრძოლველად ჩავიდა, თავისიანებში ავრცელებენ ერთგვარ ინსტრუქციებს, მოწოდებებს, იძულების შემთხვევაში, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ და იბრძოლონ მეორე მხარეს“,– ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ბელარუსი სამხედროების მოტივაცია რუს ჯარისკაცებზე უარესია:

„ვხედავ, რომ პუტინი პერმანენტულ ისტერიკაშია. მისი გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთიდან მოიწვიოს მოხალისეები რაზე მეტყველებს? იმაზე რომ საკუთარი არ ჰყოფნის – მისი არმია ვერ უმკლავდება, არ იბრძვის, რადგან წინააღმდეგობა აღმოჩნდა თავგანწირული. უკრაინელები როგორც იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, ეს 21–ე საუკუნის საუკეთესო სიახლეა. წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა რაღაც, რაც გულწრფელად აღაფრთოვანებს ბევრს, მათ შორის, რუსეთში. ლუკაშენკო მსახურია, მაგრამ საკითხი ასე დგას, მოახერხებს ლუკაშენკო თავს დაძვრენას ისე, როგორც ამას აქამდე ახერხებდა? ამას დავინახავთ.

ბელარუსი სამხედროების მდგომარეობა ჩვენებზე უარესია: რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ბრძოლის? რა ჯანდაბა უნდათ ბელარუსებს უკრაინაში, სიცოცხლე რისთვის უნდა გაწირონ? არც ჩვენებს ესაქმებათ მანდ რამე რეალურად“,– ამბობს პოლიტოლოგი.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს საკუთარი ტერიტორია დაუთმო უკრაინაში სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესაყვანად. ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდანაც ხორციელდება სარაკეტო იერიშები და ასევე არსებობს მოლოდინი, ბრძოლაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების უშუალო ჩართულობის თაობაზე.

იხილეთ ასევე: ბელარუსი პოდპოლკოვნიკი – კოლეგებს: „ეს არაა ჩვენი ომი! მხოლოდ სირცხვილს მიიღებთ! მოძებნეთ მიზეზი და არ ჩაერთოთ ამ ბინძურ საქმეში“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S