Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: „სანქციები პრობლემის გადაწყვეტის გზა არაა“

ჩავუშოღლუ: „სანქციები პრობლემის გადაწყვეტის გზა არაა“

13/03/2022 16:24:14 მსოფლიო

ანკარას პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხთან დაკავშირებით უცვლელი დარჩება,– ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თურქეთის მიერ გადადგმულმა ზოგიერთმა განცხადებამ ან ნაბიჯმა შესაძლოა, რუსეთში შეშფოთება გამოიწვიოს.

ზოგიერთ შემთხვევაში დასავლეთი ჩვენგან გარკვეულ ქმედებებს ელის. ჩვენ განვმარტავთ ჩვენს პრიორიტეტებსა და ვალდებულებებს. მაგალითად, საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. მონტრეს კონვენციის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია საჰაერო სივრცის დახურვა. ეს არის სამართლებრივი ვალდებულება“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისი თქმით, სანქციები არ გადაჭრის პრობლემებს.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასაწყისიდანვე ცდილობდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ორივე მხარე ენდობა ანკარას, როგორც ნეიტრალურ მხარეს.

მან ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და განაცხადა, რომ რიგ საკითხებზე მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და რიგი საკითხების გადაწყვეტაა საჭირო, „როცა იარაღის გამოყენება შეწყდება“:

„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა სწრაფად დამყარდება. პუტინმაც ასევე ისაუბრა მოლაპარაკებებში დადებით სიგნალებზე“.

იხილეთ ასევე: პოდოლიაკი: "რუსეთი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებს აღარ აყენებს"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S