
პოდოლიაკი: "რუსეთი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებს აღარ აყენებს"
13/03/2022 14:01:55 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის მხარე ულტიმატუმებს აღარ აყენებს და უსმენს უკრაინის პოზიციას.
"მეტი სიცხადისთვის. მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაცია აღარ აყენებს ულტიმატუმებს, არამედ ყურადღებით უსმენს ჩვენს შეთავაზებებს. უკრაინა არ დათმობს არცერთ პოზიციას. ჩვენი მოთხოვნებია - ომის დამთავრება და რუსი სამხედროების გაყვანა. მე ვხედავ გაგებასა და დიალოგს", - წერს "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
მანამდე პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის ჩატარდება მას შემდეგ, რაც შემუშავდება ე.წ იურიდიული ფორმატი.
იხილეთ ასევე: კიევი და მოსკოვი კომპრომისებისკენ დაიძრნენ