Accentnews.ge
ივანო-ფრანკოვსკის მერი: "ქალაქის აეროპორტზე ავიაიერიში განხორციელდა"

ივანო-ფრანკოვსკის მერი: "ქალაქის აეროპორტზე ავიაიერიში განხორციელდა"

13/03/2022 07:37:00 მსოფლიო

უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის მერი რუსლან მარცინკოვი აცხადებს, რომ ქალაქის აეროპორტზე ავიაიერიში განხორციელდა.

„წინასწარი ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქებები აეროპორტზე თავდასხმის შედეგად მოხდა. მტრის მიზანი პანიკისა და შიშის დათესვაა“, - წერს მარცინკოვი სოციალურ ქსელში.

ქალაქი ივანო ფრანკივსკი უკრაინის დასავლეთით მდებარეობს.

ომის დაწყებიდან პირველად დღეს, 13 მარტს აფეთქებები მოხდა ლვოვშიც, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება. რუსულმა ავიაციამ ლვოვთან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S