რუსულმა ავიაციამ ლვოვთან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა
13/03/2022 06:51:54 მსოფლიო
რუსულმა ავიაციამ ლვოვთან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს "საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრზე" (IPSC), რომელიც მდებარეობს იავორივის რაიონში, ლვოვის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში და პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში.
IPSC არის დიდი სამხედრო ბაზა, რომელიც მოიცავს საწვრთნელ ცენტრს ჯარისკაცებისთვის, ძირითადად სამშვიდობო მისიებისთვის.
ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობთ, რუსულმა ძალებმა 8 რაკეტა გაუშვეს.


