Accentnews.ge
უკრაინა კრემლის ერთ–ერთ პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს ძებნაში აცხადებს

უკრაინა კრემლის ერთ–ერთ პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს ძებნაში აცხადებს

11/03/2022 16:27:13 ევროპა

უკრაინის სასამართლომ Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, კრემლის ერთ–ერთ პროპაგანდისტს მარგარიტა სიმონიანს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, – იუწყება უკრაინის გენპროკურორი.

გენპროკურორი ამბობს, რომ უკრაინა სიმონიანზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს.

„მარგარიტა სიმონიანო, თქვენ პროცედურული სტატუსით უკრაინაში ეჭვმიტანილად მიიჩნევით. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ პროკურორის მოსმენის შემდეგ მისი არგუმენტები გონივრულად მიიჩნია. შესაბამისად, უკრაინის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ მარგარიტა სემენოვნა დააკავონ და სასამართლოში გადასცენ, რათა განისაზღვროს სასჯელის ზომა“, - წერს ვენედიქტოვა და დასძენს, „უკრაინის პროკურატურასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გესმოდეთ, რომ სხვა სახელმწიფოს საზღვრების გადალახვის შემთხვევაში უკრაინაში ექსტრადირების მიზნით დაგაკავებენ“.

ცნობისთვის: უკრაინამ ძებნა გამოაცხადა თინა კანდელაკზე, როგორც "კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთ საკვანძო გამავრცელებელზე".

წაყენებული ბრალდება ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.

ძებნაა გამოცხადებული რუს რეჟისორ მიხალკოვზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S