
უკრაინის სასამართლომ რუსი რეჟისორის მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცა
04/03/2022 20:09:03 ევროპა
უკრაინელმა პროკურორებმა მიიღეს სასამართლოს ორდერი საბჭოთა, ამჟამად კი უკვე რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის დაკავების შესახებ, რომელიც „მხარს უჭერდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ხელყოფს უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას“,– იუწყება უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
„ოფიციალურად გაცნობებთ, რომ უკრაინის სასამართლომ უკრაინელ პროკურორებს თქვენი დაკავების უფლება მისცა, რათა უკრაინის სასამართლოში ეჭვმიტანილის სახით წარსდგეთ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით“,– მიმართავს გენპროკურორი მიხალკოვს.
მისი თქმით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსი რეჟისორის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებისთვის ოფიციალური პროცედურა უკვე დაიწყეს.
გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხალკოვისთვის რისკები სავსებით რეალურია, რადგან ახლა მისი დაკავება შესაძლებელია "თითქმის ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას".