Accentnews.ge
ბელარუსმა უკრაინაზე შეტევა შესაძლოა, 21:00 საათამდე განახორციელოს

ბელარუსმა უკრაინაზე შეტევა შესაძლოა, 21:00 საათამდე განახორციელოს

11/03/2022 16:09:05 ევროპა

უკრაინელი სამხედროებისა და საჯარო მოხელეების განცხადებით, ბელარუსი უკრაინაში შეჭრისთვის 11 მარტს, 21:00 საათისთვის ემზადება:

„წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის ჯარები უკრაინაში შემოჭრაში შეიძლება, 21:00 საათზე ჩაერთოს“.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო ზარი განახორციელეს.

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პუტინმა სამხედროებს უბრძანა, საჰაერო იერიში მიეტანათ უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიებზე, ხოლო ლუკაშენკომ ბელორუსის შეიარაღებულ ძალებს შეტევის 11 მარტის 21:00 საათამდე მომზადება უბრძანა.

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აღნიშნული ინფორმაცია.

იხილეთ ასევე: ბელარუსი პოდპოლკოვნიკი – კოლეგებს: „ეს არაა ჩვენი ომი! მხოლოდ სირცხვილს მიიღებთ! მოძებნეთ მიზეზი და არ ჩაერთოთ ამ ბინძურ საქმეში“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S