
ლავროვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა
10/03/2022 10:54:03 ევროპა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „იმედოვნებს შეხვედრის შესაძლებლობას“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის.ამის შესახებ ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს საკითხი ბელორუსის ტრასაზე დამუშავდება“,– განაცხადა ლავროვმა.
როგორც ირკვევა, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებების დროს კულებამ საკმარისად დეტალურად განიხილა ლავროვთან ზელენსკის და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა.
შეხვედრის შემდეგ კულებამ განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგო იყო.
ზელენსკიმ პუტინს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და მას შემდეგაც არაერთხელ შესთავაზა შეხვედრა.