Accentnews.ge
კულება: "ლავროვთან შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტასა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის თაობაზე პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა"

კულება: "ლავროვთან შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტასა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის თაობაზე პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა"

10/03/2022 10:10:51 მსოფლიო

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა თურქეთში დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე კულებამ აღნიშნა, "ლავროვთან შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტასა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის თაობაზე პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა".

მისი თქმით, შეხვედრის გამართვა იოლი არ იყო, მაგრამ მზადაა, იგივე ფორმატით სამომავლო შეხვედრისთვის.

"უკრაინა მზად არის დიპლომატიისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, დავიცვათ თავი. მზად ვარ, გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან განთავისუფლების მიზნით", – განაცხადა კულებამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S