Accentnews.ge
"მოვუწოდებ კონგრესს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის 12 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გაცემას"

"მოვუწოდებ კონგრესს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის 12 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გაცემას"

09/03/2022 17:51:03 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის 12 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემას.

"ჩვენ ვაგრძელებთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როცა ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან", - ამბობს ბაიდენი.

მან ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების კუთხით 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება უკვე გაუწია:

„თავდაცვითი იარაღი უკრაინაში ყოველდღე მიდის შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინას".

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S