"როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად გააგრძელოს მკვლელობის გზა, მაგრამ იგი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაზე"
08/03/2022 17:00:32 მსოფლიო
"როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად გააგრძელოს მკვლელობის გზა, მაგრამ იგი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაზე", – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მან უკრაინელი ხალხი სიმამაცისთვის შეაქო.
"მან [პუტინმა] უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთმა შეიძლება, გააგრძელოს თავისი წინსვლა საშინელ ფასადაც კი, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: იგი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაზე. პუტინს შეუძლია, აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასოდეს შეძლებს ქვეყნის ხელში აღებას. თუ ჩვენ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს არ ვუპასუხებთ, თავისუფლების ფასი, მათ შორის ამერიკელი ხალხისთვის, ხვალ კიდევ უფრო დიდი იქნება. უკრაინელებმა შთააგონეს მსოფლიო თავიანთი სიმამაცით, პატრიოტიზმით, თავისუფლად ცხოვრების მტკიცე სურვილით. პუტინის ომმა იმსხვერპლა უკრაინელები და დავამატებდი, რომ – რუსებიც" – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების კუთხით 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია:
„თავდაცვითი იარაღი უკრაინაში ყოველდღე მიდის შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინას".


