Accentnews.ge
ლვოვის მერი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს: "დევნილების ნაკადი არ წყდება, უკვე 200 000 პირი დავაბინავეთ, გვჭირდება, მათ შორის საკვები, მედიკამენტები"

ლვოვის მერი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს: "დევნილების ნაკადი არ წყდება, უკვე 200 000 პირი დავაბინავეთ, გვჭირდება, მათ შორის საკვები, მედიკამენტები"

08/03/2022 09:25:25 მსოფლიო

ლვოვის მერი ანდრეი სადოვი საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

მისი განცხადებით, ქალაქში ამ დროისთვის 200 000–მდე იძულებით გადაადგილებული პირია ჩასული, თუმცა მათი ნაკადი არ წყდება.

„დაახლოებით 200 000 უკრაინელი უკვე ჩამოვიდა ლვოვში. ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც ემალებოდნენ ბომბებს, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ჩვენ საცხოვრებელი პირობებითა და საკვებით უზრუნველვყოფთ ყველას, მაგრამ დევნილთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. გვჭირდება მობილური ცენტრები დროებით საცხოვრებლად, აღჭურვილი სველი წერტილებითა და კვების ობიექტებით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, მედიკამენტები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები, მობილური საავადმყოფოები ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის", – განაცხადა მერმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

უკრაინის მოსახელობის ნაწილი ლვოვში გადადის, ნაწილი, მათ შორის პოლონეთშიი, რუმინეთშიი, უნგრეთსა და მოლდოვაში. გუშინ მოლდოვამ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის სხვა ქვეყნებში გადასასვლელად დერეფნები გახსნას.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S