Accentnews.ge
ხარკოვში რუსულმა ძალებმა ალბანეთის საკონსულო გაანადგურეს

ხარკოვში რუსულმა ძალებმა ალბანეთის საკონსულო გაანადგურეს

08/03/2022 08:00:58 ევროპა

ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ალბანეთის საკონსულოს შენობა განადგურდა,– იუწყება Euractiv.

საკონსულომ დაბომბვის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ ამ დროისთვის პერსონალი უსაფრთხოდაა და მათ შორის მსხვერპლი არაა.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაგმო.

ხარკოვში განხორციელებულ დამომბვებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

მანამდე რუსეთმა ალბანეთი მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და კრემლის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

ამ სიაში შედის ჯამში 50 სახელმწიფო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S