
გროზევი კრემლის მიერ კიევისთვის წაყენებულ კიდევ ერთ ულტიმატუმზე საუბრობს
07/03/2022 14:51:09 ევროპა
ამ წუთებში უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ასახელებს რამდენიმე საკითხს, რომელთა ირგვლივაც, მისი ცნობით, გაიმართება მსჯელობა. კერძოდ, რუსული მხარის მოთხოვნებია: ვოლოდიმირ ზელნსკი ფორმალურაც დარჩეს პრეზიდენტის პოზიციაზე და პრემიერად დანიშნოს იური ბოიკო, რომელიც იუშენკოს მთავრობაში ვიცე–პრემიერი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ეს საჯაროდან გაჟღერდა: უკრაინამ აღიაროს საკუთარი რეგიონების ლუგანსკის და დონეცკის „დამოუკიდებლობა“, ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტი ცნოს, უარი ტქვას ნატო–ში გაწევრანებაზე.
წყაროდ გროზევი ასახელებს ორ პირს, რომლებიც მისი თქმით, ახლოს არიან მოლაპარაკების პროცესთან, მათ შორის არაფორმალურთან.
“გვიწევს საუბარი იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც სერიოზულად თვლიან, რომ მშვიდობიან მოსხლეობაზე მასშტაბური ძალადობა – ეს არგუმენტია. დავამტკიცებთ, რომ ეს ასე არაა», - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხეილ პოდოლიაკმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, “უკრაინაში სამხედრო მოქმედებები ნებისმიერ წამს შეწყვიტოს:, თუ კიევი შემდეგ პირობებს დასთანხმდება:
• ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარება;
• დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობს ცნობა;
• კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უარის თქმა “ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე».
როგორც საპასუხოდ შეხვედრის დაწყებამდე პოდოლიაკმა აღნიშნა, “ყვეაფერი ისე იქნება, როგორც სჭირდება უკრაინას”.
იხილეთ ასევე: გონჩარენკო: "მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პირველზე უარესი იყო"