
გონჩარენკო: "მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პირველზე უარესი იყო"
07/03/2022 13:50:26 ევროპა
უკრაინის დელეგაცია უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე დასასწრებად მივიდა.
ცნობილია კრემლის მოთხოვნები, რაც კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელია: ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობა, დონბასის და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება, ნეიტრალური სტატუსი, დენაციფიკაცია.
მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს ჰკითხეს:
„რთულია, შევაფასო, ვინაიდან პროცესში არ ვმონაწილეობ. ხოლო იქიდან გამომდინარე, რაც მოისმინე, მეორე რაუნდი პირველზე უარესი იყო: პირველზე თუ რაღაც საუბარი იყო, მეორე რაუნდზე ეს იყო ძალიან ცოტა. ამიტომ, ეს მოლაპარაკებების პროცესი არაა. არა იმიტომ კი არა რომ, რუსული დელეგაციის წევრები პუტინზე გიჟები არიან, მასზე არიან დამოკიდებულები, არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება,როგორც მანტრას, ისე იმეორებენ „დენაციფიკაციის“ მსგავს გიჟურ მოთხოვნებს“.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა.
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.