პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "არც გაგვიგზავნია და არც გავგზავნით ჩვენს თვითმფრინავებს უკრაინაში"
07/03/2022 13:01:34 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარკინ პრჟიდაჩის განცხადებით, ქვეყანა უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას არ გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს რადიო Zet-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ვარშავას არც გაუგზავნია და არც გეგმავს გაგზავნოს მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინაში".
"ჩვენ არ გავხსნით ჩვენს აეროპორტებს. პოლონური თვითმფრინავები არ იბრძოლებენ უკრაინაში. პოლონური თვითმფრინავები არ იბრძვიან უკრაიანში", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ", - განაცხადა ბლინკენმა CBS-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


