Accentnews.ge
"ნატო-ს წევრებს "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე"

"ნატო-ს წევრებს "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე"

06/03/2022 18:40:55 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონისგან "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე.

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ", - განაცხადა ბლინკენმა CBS-ის ეთერში.

მისი თქმით, აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას, რათა რუსეთის შემოჭრისგან თავი დაიცვას.

მანამდე, დღეს დილით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"პოლონეთი არ გაგზავნის თავის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინაში, ასევე არ მისცემს უფლებას უკრაინას, გამოიყენოს პოლონეთის აეროპორტები. ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ უკრაინას ბევრ სხვა სფეროში".

შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.

"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S