Accentnews.ge
პუტინი: "უკრაინის ცის ჩაკეტვას კონფლიქტში მონაწილეობად განვიხილავთ"

პუტინი: "უკრაინის ცის ჩაკეტვას კონფლიქტში მონაწილეობად განვიხილავთ"

05/03/2022 14:10:27 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავენ.

"რუსეთი ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას განიხილავს, როგორც სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას", - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირება სურს.

კიევი დაჟინებით ითხოვს ნატოსგან, უკრაინაში შეიქმნას ფრენისთვის აკრძალული ზონა, რათა რუსეთის ავიაციას ხელი შეუშალოს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში. 4 მარტს ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები განაგრძობენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალულ ზონას არ დაუჭერენ მხარს და უკრაინაში არ გაგზავნიან ჯარებს. ნატო მიიჩნევს, რომ ფრენისთვის აკრძალული ზონის გამოცხადება, თუ მას რუსეთი დაარღვევს, ნატოს მოქმედებას ავალდებულებს, რაც მათი ხედვით, ნატოს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრევს და კონფლიქტი ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედება.

იხილეთ ასევე: ზელენსკიმ NATO უკრაინაში ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნაზე უარისთვის მწვავედ გააკრიტიკა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S