რუსეთის ტერიტორიაზე „ფეისბუკზე" წვდომა დაბლოკეს
04/03/2022 18:28:22 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ფეისბუკზე" წვდომა დაბლოკეს,– იუწყება „როსკომნადზორი" 4 მარტის გადაწყვეტილების შესახებ.
„2020 წლის ოქტომბრიდან „ფეისბუკის" მხრიდან დაფიქსირდა რუსეთის მედიის და საინფორმაციო რესურსების დისკრიმინაციის 26 შემთხვევა. ბოლო დღეებში სოციალური ქსელზე წვდომა შეუზღუდეს შემდეგი ანგარიშებს: ტელეარხს „ზვეზდას", საიინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის", „სპუტნიკს", „რაშა თუდეის", საინფორმაციო რესურსს „ლენდა.რუ"-ს და „გაზეტა.რუ"-ს",– ვკითხულობთ უწყების შეტყობინებაში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 4 მარტს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ დაისჯება ყველა ის პირი და ორგანიზაცია, ვინც შეგნებულად გაავრცელებს „ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე.
ამრიგად, კრემლის მიერ საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევისკენ ეს მორიგი ნაბიჯია, რათა მათ არ ჰქონდეთ წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინაში რეალურად მიმდინარე მოვლენებს ეხება.
იხილეთ ასევე: რეპრესიების მორიგი ტალღა რუსეთში: ქვეყანას დამოუკიდებელი ჟურნალისტები ტოვებენ


