Accentnews.ge
მედია – ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში გაგზავნილი „ვაგნერისა“ და დაქირავებული ჩეჩნების ჯგუფები ლიკვიდირებულია

მედია – ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში გაგზავნილი „ვაგნერისა“ და დაქირავებული ჩეჩნების ჯგუფები ლიკვიდირებულია

04/03/2022 07:00:00 მსოფლიო

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა, სულ მცირე, სამჯერ სცადეს, – იუწყება The Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში გაგზავნილი იყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფი. „ვაგნერი“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებულ დაჯგუფებად მიიჩნევა. The Times– ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნილი იყო ჩეჩენთა სპეცრაზმიც.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინის სპეცსამსახურებმა თავდასხმები აღკვეთეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) იმ თანამშრომლების წყალობით, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან.

The Times– ის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა თავდასხმის მცდელობისას კიევში დანაკარგები განიცადა, ასევე მოხდა დაქირავებული ჩეჩნების ჯგუფის ლიკვიდირება.

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვიც იუწყებოდა, რომ განადგურებულია კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელიც ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა და რომ მათ შესახებ ინფორმაცია ФСБ–დან მიიღეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S