
„კადიროვის ელიტური დაჯგუფება, რომელთაც პრეზიდენტის ლიკვდაცია დაავალეს, განადგურებულია“
01/03/2022 16:52:05 ევროპა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ განადგურებულია კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.
"სპეცოპერაცია, რომელიც უშუალოდ კადიროველებს უნდა ჩაეტარებინათ ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის, ჩვენთვის გახდა ცნობილი. შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია (რუსული ФСБ), რომელთაც არ სურთ ამ სისხლიან ომში მონაწილეობა. ამის დამსახურებით, შემიძლია, გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა დანილოვმა.
მისივე ცნობით, დაჯგუფება ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ნაწილი გოსტომელში აიყვანეს, ხოლო მეორე "მიზანშია ამოღებული".