რადიო "Эха Москвы"–ს ლიკვიდაცია გადაწყდა
03/03/2022 09:01:27 მსოფლიო
რადიოსადგურ "Эха Москвы"–ს ხელმძღვანელობამ ვებ–გვერდის და საიტის ლიდვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "Эха Москвы"–ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი იუწყება.
მანამდე რადიო ეთერიდან გათიშეს, ხოლო საიტი დაბლოკეს რუსეთის გენპროკურატურისა როსკომნადზორის გადაწყვეტილებით, რაც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან:
"Эха Москвы"ეთერში პირველად 1990 წლის 22 აგვისტოს გავიდა. უკრაინასთან ომამდე რადიოსადგური მხოლოდ ერთხელ გაითიშა ეთერიდან – 1991 წელს. 2020 წლისთვის რადიოსადგურის იურიდიული პირის აქციების 66% ეკუთვნოდა „გაზპრომ–მედია“ ჰოლდინგს.
ლიკვიდაცია არ გულისხმობს რეგიონული სადგურების მუშაობის ავტომატურ გათიშვას. საბედნიეროდ, ისინი სხვა კომპანიებს ეკუთვნიან, ხოლო "Эха Москвы"–ს სახელწოდება გამოიყენება „გაზპრომ–მედიასთან“ შეთანხმებით“.
მოსკოვის და პეტერბურგის რედაქციებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მუშაობას სოციალურ ქსელებსა და „იუთუბში“.
ვენედიქტოვის თქმით, რადიოს „იუთუბ“–არხი ევროპულ ქვეყნებში დაბლოკილია „გაზპრომ–მედიის“ წინააღმდეგ მიღებული სანქციების გამო.
იხილეთ ასევე: რეპრესიების მორიგი ტალღა რუსეთში: ქვეყანას დამოუკიდებელი ჟურნალისტები ტოვებენ


