Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: „ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვრისკენ მოძრაობა დაიწყეს“

უკრაინის გენშტაბი: „ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვრისკენ მოძრაობა დაიწყეს“

28/02/2022 22:35:37 ევროპა

ბელარუსის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანმა ცალკეულმა ქვედანაყოფებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ვოლინის მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს,– ამის შესახებ ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 28 თებერვლის საღამოს შემაჯამებელ განცხადებაში.

ამასთან, ნათქვამია, რომ ბელარუსის ტერიტორია კვლავ გამოიყენება უკრაინაში ამოცანების შესასრულებლად რუსული არმიისთვის, ოპერატიულ-ტაქტიკური და სპეციალური ავიაციის საბრძოლო მისიებისთვის.

გენშტაბი იტყობინება, რომ დღის განმავლობაში აგრესორები აგროვებდნენ ჯავშანტექნიკას, სარაკეტო და საარტილერიო იარაღს კონკრეტული მიმართულებით, ძირითადად კიევისა და უკრაინის დიდი ქალაქების ალყაში მოქცევისა და აღების მიზნით. საუბარია ხარკოვზე, ჩერნიგოვზე, ოდესაზე, ხერსონსა და მარიუპოლზე:

„სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი წილი შემოდის ბელორუსის და ანექსირებული ყირიმის გავლით“.

გერშტაბში ამბობენ, რომ არსებული ინფორმაციით, რუსული ტაქტიკური ჯგუფების მეთაურებმა მიიღეს ბრძანება, გაანადგურონ მობილური ანძები უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევისას:

"ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტებს საშინლად ეშინიათ, რადგან მათ პროპაგანდისტების დანაპირები პურმარილი ვერ მიიღეს. მათ მიიღეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სიძულვილი და უგულებელყოფა და უკრაინის არმიისგან შესაბამისი პასუხი".

Maxar Technologies-ის თანამგზავრებმა 28 თებერვალს, დილით კიევის მახლობლად რუსული ძალის სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დააფიქსირეს.

კადრის ავტორების თქმით, კოლონის სიგრძე 27 კილომეტრს აჭარბებდა და მოძრაობდა კიევის მიმართულებით.

პენტაგონში დღეს განაცხადეს, რომ, უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. ამასთან, ჯარის დიდი ნაწილი ახლა უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება, ხუთი კილომეტრით წინ, ვიდრე 27 თებერვალს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S