პენტაგონი: "უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული ძალის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა, უკრაინელები ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას"
28/02/2022 21:30:26 მსოფლიო
უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჯარის დიდი ნაწილი ახლა უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება, ხუთი კილომეტრით წინ, ვიდრე 27 თებერვალს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მედიის ცნობით, კიევის მახლობლად თანამგზავრებმა რუსული ძალის ტექნიკის უზარმაზარი კოლონა დააფიქსირეს.
იხილეთ ასევე: კიევი Bayraktar–ებით 96 ტანკის, 20 „გრადის“ და საწვავს 8 მანქანის განადგურების შესახებ იუწყება


