Accentnews.ge
კიევი Bayraktar–ებით 96 ტანკის, 20 „გრადის“ და საწვავის 8 მანქანის განადგურების შესახებ იუწყება

კიევი Bayraktar–ებით 96 ტანკის, 20 „გრადის“ და საწვავის 8 მანქანის განადგურების შესახებ იუწყება

28/02/2022 21:10:56 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა სუმსკის რეგიონში უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar–ის წერილოვანი დარტყმებით დაწვეს მოწინააღმდეგის 96 ტანკი, 20 „გრადი“ და 8 საწვავით მომმარაგებელი მანქანა,– იუწყება უკრაინული მედია ჩრდილოეთის სარდლობაზე დაყრდნობით.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში ჯამში 5 300-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა, ხოლო ასობით ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედაა აყვანილი:

"ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა. კრემლი მათ აქცევს კრიმინალებად და მკვლელებად. ბევრი მათგანი მოატყუეს, ზოგი პროპაგანდამ დააშინა. აშკარაა, რომ დამპყრობლების უმეტესობის მოტივაცია დაბალია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S