Accentnews.ge
ნეიტარული ფინეთი მრავალწლიან პოლიტიკას ცვლის: ქვეყანა უკრაინას იარაღს აწვდის

ნეიტარული ფინეთი მრავალწლიან პოლიტიკას ცვლის: ქვეყანა უკრაინას იარაღს აწვდის

28/02/2022 18:06:16 ევროპა

ფინეთმა პოზიცია შეცვალა და უკრაინას იარაღს მიაწვდის,– ამის შესახებ Reuters–ის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა დასძინა, რომ ტვირთი მოიცავს 2500 შეტევით იარაღს, 150 000 ტყვიას, 1500 ტანსაწინააღმდეგო საშუალებას და 70 000 სასურსათო ამანათს.

"ტანკსაწინააღმდეგო იარაღი შეიძლება, გამოყენებულ იქნას ჯავშანტექნიკით საბრძოლველად”, - თქვა თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ფინეთის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც ინარჩუნებდა ნეიტრალური ქვეყანის სტატუსს მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა 1956 წელს დატოვა საზღვაო ბაზა, რომელიც მას იჯარით ჰქონდა მიღებული სამხრეთ ფინეთში.

ფინეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა კონფლიქტის ზონებში იარაღის გაგზავნაზე.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ ფინეთიც ხურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის.

მრავალწლიანი პოლიტიკა შეცვალა გერმანიამაც, გადაწყვიტა რა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა.

იხილეთ ასევე: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნეიტრალური ქვეყანა შვეიცარიაც შეუერთდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S