Accentnews.ge
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნეიტრალური ქვეყანა შვეიცარიაც შეუერთდა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნეიტრალური ქვეყანა შვეიცარიაც შეუერთდა

28/02/2022 17:52:15 მსოფლიო

შვეიცარიამ, რომელიც ფინანსების დასაბამდებლად რუსი ოლიგარქების ფავორიტი ქვეყანაა, უარი თქვა ნეიტრალიტეტის ტრადიციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდება.

როგორც შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა განაცხადა, ქვეყანა დაუყოვნებლივ გაყინავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ისევე, როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული 367 რუსი პირის აქტივებს.

"ამ ნაბიჯით შვეიცარია პასუხობს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებს, რომლებზეც ეს პირები არიან პასუხისმგებელნი", – დასძინა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S