Accentnews.ge
მედია: უკრაინას  ლეტალურ იარაღს ფინეთიც მიაწვდის, კოალიციურ მთავრობაში საკითხის ირგვლივ ერთსულოვნებაა

მედია: უკრაინას  ლეტალურ იარაღს ფინეთიც მიაწვდის, კოალიციურ მთავრობაში საკითხის ირგვლივ ერთსულოვნებაა

28/02/2022 13:19:55 ევროპა

ფინეთის მთავრობა გეგმავს, უკრაინას მათ შორის ლეტალური იარაღი გადასცეს, თუმცა თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტებზე, ჯავშანჟილეტებზე, საკაცეებსა და ორ საველე ჰოსპიტალზე,– იუწყება ადგილობრივი მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

STT–ის ცნობით, ქვეყნის კოალიციურ მთავრობაში უკვე არსებობს ერთსულოვნება უკრაინისთვის ლეტალური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე. გადაწყვეტილება დღის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული.

ანალოგიური ინფორმაცია მოიპოვეს Yle–მა და Helsingin Sanomat–მაც.

მათი ცნობით, დღის ბოლოს იგეგმება ბრიფინგი, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის პრემიერი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მიიღებენ. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წინადადება პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს.

თებერვლის დასაწყისში ფინეთმა უკრაინას ჰუმანიტარული პროექტებისთვის 14 მილიონი ევრო გამოუყო. გარდა ამისა, ქვეყანა მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო ფონდში, რომელიც ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას.

იხილეთ ასევე: ფინური მაღაზიებიდან რუსულ პროდუქტს ამოიღებენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S