Accentnews.ge
ფინური მაღაზიებიდან რუსულ პროდუქტს ამოიღებენ

ფინური მაღაზიებიდან რუსულ პროდუქტს ამოიღებენ

28/02/2022 08:32:58 ევროპა

ფინური მაღაზიები ქვეყანაში რუსეთიდან შეტანილ ალკოჰოლს და სხვა პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებენ.

ფინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ალკოჰოლურმა მაღაზიამ Alko და საცალო კოოპერატივმა S-Group განაცხადეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მაღაზიების თაროებიდან ყველა რუსულ პროდუქტს აიღებენ.

"ის, რაც უკრაინაში ხდება, შოკისმომგვრელია". - განაცხადა S-Group-ის წარმომადგენელმა.

ჯამში, მაღაზიების თაროებიდან აიღებენ 50 დასახელების რუსულ პროდუქტს - როგორც ალკოჰოლს, ისე საკვებს, სპორტულ ინვენტარს და ტექსტილს.

კომპანია ფინეთში 1800-ზე მეტ ფილიალს ფლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S