
ხარკოვის ერთ–ერთი ქალაქის მერი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი სახელმწიფოს ღალატისთვის დააკავეს
28/02/2022 12:55:12 ევროპა
იუჟნის (ხარკოვის ოლქი) მერი ალექსანდრე ბრიუხანოვი სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს,– იუწყება ხარკოვის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი.
„დღეს სამხედროების მიერ სპეცოპერაცია ჩატარდა. იუჟნის მერი, მისი მოადგილე, პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს უფროსი და უბნის ინსპექტორი ღალატი მუხლით დააკავეს. ეს მათ გასაგონად, ვინც ჯერ ვერ მიხვდა, რომ ომი გვაქვს და თავს მტერთან მოლაპარაკების უფლებას აძლევენ!“,– განაცხადა სინეგუბოვმა.
მანამდე კუპიანსკის (ხარკოვის ოლქი) მერმა განაცხადა, რომ ქალაქი ახლა რუსების კონტროლს ქვეშაა.
მისი თქმით, სამორიგეო განყოფილების რუსული ბატალიონის მეთაურისგან ზარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც რეგიონული განყოფილება განადგურდა:
"იყო მოწოდება მოლაპარაკებების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქს შტურმი დაატყდებოდა. გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო მოლაპარაკებებში, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა ქალაქში".
ხარკოვის პროკურატურამ მერის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით დაიწყო გამოძიება.
იხილეთ ასევე: „ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტია, ათობით ადამიანი დაიღუპა“ [ვიდეო]