![„ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტია, ათობით ადამიანი დაიღუპა“ [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/4100831.jpg)
„ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტია, ათობით ადამიანი დაიღუპა“ [ვიდეო]
28/02/2022 12:07:57 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტი გახდა.
რუსეთი თავდასხმისთვის ამჯერად BM-21-ს - გრადს იყენებს. ეს საბჭოთა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული 122 მილიმეტრიანი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებია.
გერაშენკო ამბობს, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი კი, სავარაუდოდ, ასობითაა.