
კიევი – უცხოელ მოხალისეებზე: „ათასობით განაცხადი შემოდის"
28/02/2022 12:02:32 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ახალი სამხედრო ნაწილის - საერთაშორისო ლეგიონის შექმნის თაობაზე,– იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.
„უკვე ათასობით განაცხადი გვაქვს უცხო ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან, წინააღმდეგობა გაუწიონ რუს ოკუპანტებს და დაიცვან საერთაშორისო უსაფრთხოება პუტინის რეჟიმისგან“,– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ დღეს "ფორმულასთან" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა, და მიმდინარეობს ალტერნატიულ გზებზე მსჯელობა:
"ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის თანმიმდვერული, ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება მთავრობის".
იხილეთ ასევე: