
მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე პოზიცია შეცვალა
26/02/2022 16:55:34 ევროპა
გერმანიამ ნიდერლანდებს ნებართვა მისცა, რომ უკრაინაში გაგზავნონ 400 სარაკეტო ყუმბართმტყორცნი,– იუწყება Politico ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მანამდე, გერმანია არ გასცემდა ნებართვას, რომ კონფლიქტის ზონაში ის ლეტალური იარაღი გაეგზავნათ საომარი მოქმედებების ზონაში, რომელსაც ისინი აკონტტროლებდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნორბერტ რეტგენმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას:
„მე იარაღის მიწოდების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩენილიყო. ეს დასრულდა. ახლა თავდაცვაა საჭირო. ჩვენ უკრაინას უნდა მივცეთ ყველა იარაღი, რაც შეგვიძლია“.
იხილეთ ასევე: მედია: 27 ქვეყანა უკრაინას იარაღს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს