Accentnews.ge
მედია: 27 ქვეყანა უკრაინას იარაღს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს

მედია: 27 ქვეყანა უკრაინას იარაღს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს

26/02/2022 09:03:24 ევროპა

27 ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ შეთანხმდა, უკრაინას მეტი იარაღი, სამედიცინო მარაგი და სხვა სამხედრო დახმარება მიაწოდოს რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად,–იუწყება Sky News.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 25 თებერვალს, გვიან ღამით უმასპინძლა სამხედრო დახმარების დონორთა ვირტუალურ კონფერენციას, რომელშიც 25–მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და დასთანხმდნენ საკუთარი წვლილის შეტანაზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო НАТО.

გარდა ამისა, ორი სხვა ქვეყანა, რომელთაც ვერ შეძლეს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, დამოუკიდებლად განაცხადეს საკუთარი მზაობის შესახებ.

დახმარებაში შედის საბრძოლო მასალა, რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი, არალეტალური დახმარება.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ქვეყნებმა, რომლებიც მანამდე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგნი იყვნენ, პოზიცია შეიცვალეს კრემლის ლიდერის გადაწყვეტილების შემდეგ, შეჭრილიყო უკრაინაში.

დონორებს შორის არიან НАТО–ს არაწევრი ქვეყნებიც.

26 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა იარაღის მიწოდების თაობაზე ახალი შეთანხმების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S