Accentnews.ge
რვა ევროპული ქვეყანა რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს, სლოვაკეთი  უკრაინას იარაღსა და საწვავს მიაწვდის

რვა ევროპული ქვეყანა რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს, სლოვაკეთი  უკრაინას იარაღსა და საწვავს მიაწვდის

26/02/2022 14:25:41 ევროპა

ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის სააერო სივრცეს ხურავს. ჯამში, უკანასკნელი მონაცემებით, რუსულ ავიაკომპანიებს შემდეგი ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენება ეკრძალებათ: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი უკრაინას იარაღსა და საწვავს მიაწვდის.

როგორც Reuters წერს, ტვირთი მოიცავს 120 მმ კალიბრის 12 000 ვაზნას10 მილიონ ლიტრ დიზელს და ავიაციისთვის 2,4 მილიონ ლიტრა საწვავს ავიაციისთვის. ჯამში, საწვავის ღირებულება 8 მილიონ ევროს აღემატება.

„ჩვენ ვაგზავნით იმას, რაც ახლა ძალიან სჭირდება და ეს საბრძოლო მასალაა. დამიჯერეთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება უკრაინას და იმ ზომებს ვიღებთ, რაც მათ ნამდვილად დაეხმარებათ“,– ციტირებს მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრს.

იხილეთ ასევე: 27 ქვეყანა უკრაინას იარაღს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S