
ამერიკელი ანალიტიკოსი: "უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯერ–ჯერობით ყველაფერს სწორად აკეთებს"
26/02/2022 12:46:38 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით "საქართველო ჯერ–ჯერობით ყველაფერს სწორად აკეთებს".
"ვიმედოვნებ, რომ თბილისი ასე გააგრძელებს", – განუცხადა "აქცენტს" გობლმა.
მისი შეფასებით, საქართველოს ქმედებები თანმიმდევრულია.
"თბილისის გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების მიერ მუშაობის გაგრძელების თაობაზე მიუთითებს იმაზე, რომ თბილისი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აღიარებს, რომ დროშის გამოფენა აუცილებელია ნდობის გასაღვივებლად, თუნდაც საკუთარი დიპლომატებისთვის რისკის შექმნის ფასად.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა, ჩემი აზრით, საქართველოს ქმედებები თანმიმდევრულია. მიმაჩნია, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან 2008 წელს უნდა გარიცხულიყო, რომ არა ჩეჩნეთის სასტიკი ომების პერიოდი", – განუცხადა გობლმა "აქცენტს".