რუსეთის სახელისუფლებო გუნდი ომის გამართლების უსუსურ მცდელობებს აგრძელებს
24/02/2022 14:41:58 მსოფლიო
რუსეთის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აგრძელებენ ომის მართლების უსუსურ მცდელობებს იმ პროტესტის საპასუხოდ, რომელიც თავად რუსეთის მოსახლეობის ნაწილის მხრიდან იგრძნობა.
«რა თქმა უნდა, შეიძლება, ვიფიქროთ რაღაც საკუთარ ამწუთიერ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება, შეგვექმნას, რაღაც სირთულეებზე. მაგრამ დაუშვებელია, არ ვიფიქროთ ამხელა და ესოდენ მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთ "მშვენიერ" დღეს შეიძლება, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქროს, ჩვენი ნავთობის, ჩვენი გაზის, სხვა სიმდიდრეების მისაკუთრება მოინდომოს. რაც მთავარია, შეიძლება, მოხდეს მოვლენები, როლებიც ჩვენს მშვიდობას დაარღვევს" - განაცხადა დღეს ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.


