Accentnews.ge
რუსი მეცნიერები უკრაინასთან ომს მკაცრად გმობენ

რუსი მეცნიერები უკრაინასთან ომს მკაცრად გმობენ

24/02/2022 14:24:25 მსოფლიო

რუსი მეცნიერები და სამეცნიერო ჟურნალისტები უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გმობენ და პრეზიდენტ პუტინისგან მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია დღეს გავრცელებულ კოლექტიურ მიმართვაში, რომელსაც ამ დროისთვის 185-მდე ხელმომწერი ჰყავს.

«მკაცრად ვგმობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ეს ფატალური ნაბიჯი არა მარტო უდიდეს ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს, არამედ სპობს საერთაშორისო უსაფრთხოების მთელს სისტემას. ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. არავითარი გონივრული გამართლება ამას არ აქვს. უკრაინა იყო და რჩება რუსეთისთვის უახლოეს ქვეყნად და არავითარ საფრთხეს რუსეთს არ უქმნის. ჩვენი მამა-პაპები ერთად ებრძოდნენ ნაციზმს. ძალზე საეჭვო ისტორიოსოფიული ფანტაზიების საფუძველზე მოქმედი რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების გამო ომის გაჩაღება წინაპრების ხსოვნის ცინიკური ღალატია», — ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერები დარწმუნებულები არიან, რომ ორ ქვეყანას შორის ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით შეიძლება, გადაწყდეს.

გარდა ამისა, მათი შეფასებით, ამ ომის გაჩაღებით რუსეთმა საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დაიყენა თავი, ეს კი ნიშნავს, რომ ამიერიდან ვერც მეცნიერები, ვერც უამრავი სხვა მნიშვნელოვანი სფეროს სპეციალისტები გააგრძელებენ ნორმალურად საქმიანობას უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის არქონის პირობებში.

"მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაცია ნიშნავს შემდგომ კულტურულ და ტექნოლოგიურ დეგრადაციას პოზიტიური პერსპექტივის სრული განადგურებით. უკრაინასთან ომი - ეს არის ნაბიჯი სიცარიელეში», — ასკვნიან ხელმომწერები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S