ჩეხეთის პრეზიდენტი – პუტინზე: "საჭიროა შეშლილის იზოლაციაში მოქცევა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით"
24/02/2022 11:24:49 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ცნობილია თავისი მჭიდრო ურთიერთობებით მოსკოვთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "შეშლილს" უწოდებს და მსოფლიოს კრემლის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მირებისკენ მოუწოდებს.
"რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იყო დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, რასაც უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის "SWIFT"–ს საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტით. საჭიროა შეშლილის იზოლაციაში მოქცევა, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით", – აცხადებს მილოშ ზემანი.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
იხილეთ ასევე: პუტინის ქმედებებს ევროკავშირში არსებული მისი "მეგობრებიც" კი გმობენ


