Accentnews.ge
პუტინის ქმედებებს ევროკავშირში არსებული მისი "მეგობრებიც" კი გმობენ

პუტინის ქმედებებს ევროკავშირში არსებული მისი "მეგობრებიც" კი გმობენ

24/02/2022 11:05:20 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ქმედებებს ევროკავშირში არსებული ის პოლიტიკური ძალები და ცალკეული პოლიტიკოსებიც კი გმობენ, რომლებიც "პუტინის მეგობრებად" ითვლებიან.

კერძოდ, უკრაინაზე რუსეთის სახმედრო თავდასხმა უკვე დაგმო მემარჯვენე-პოპულისტურმა "ალტერნატივამ გერმანიისთვის" (AfD). ბუნდესტაგში მისი ფრაქციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუტინის ეს ნაბიჯი "ვერაფრით გამართლდება". "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები მხოლოდ მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა გვარდებოდეს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ჩეხეთის პრორუსულად მიჩნეულმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა რუსული აგრესია ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაგმო. "ამ აქტით რუსეთი მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რუსები ჭკუიდან არ გადასულან და უკრაინას თავს არ დაესხმებოდნენ. ვწუხვარ და ვაღიარებ, რომ შევცდი", - განაცხადა ზემანმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოკსი, რომელსაც "კრემლის ღია აგენტად" თვლიან, "ღრმად შეძრულია ღამით უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმით". იგი მოუწოდებს მოსკოვს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან". "ეს შეტევა აშკარა დარღვევაა იმ პრინციპებისა და ფასეულობების, რომლებსაც ევროპის საბჭო და მისი წევრი სახელმწიფოები იცავენ. ეს ჩვენი ორგანიზაციისგან მკაცრ და კონსოლიდირებულ პასუხს მოითხოვს", - განაცხადა კოკსმა, რომელიც "ევროპის ამ უპრეცედენტო კრიზისზე კონსოლიდირებული პასუხის გამომუშავების მიზნით" საგანგებო სხდომას იწვევს.

ულტრამემარჯვენე კანდიდატ ერიკ ზემურის გუნდმა, რომელიც გამოდიოდა მოწოდებებით, "არასოდეს მიეღოთ უკრაინა ნატო-ში", განაცხადა, რომ "უპირობოდ გმობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S