Accentnews.ge
"გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ"

"გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ"

22/02/2022 09:13:27 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით,ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას.

„საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.

იხილეთ ასევე: რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 1 მარტიდან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S