Accentnews.ge
რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 1 მარტიდან

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 1 მარტიდან

22/02/2022 09:03:52 საზოგადოება

1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება. აღნიშნულის მიზეზად მთავრობა გაუმჯობესებულ ეპიდსიტუაციას ასახელებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება ან მსუბუქდება შემდეგი რეგულაციები:

  • საქართველოში შემოსვლა შეეძლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუ მათ ექნებათ PCR ტესტი ან იქნებიან ვაქცინირებული;
  • აუცრელ ან PCR ტესტის არმქონე საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნება 8-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 5 დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა;
  • კვების ობიექტებში დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაჯდომა 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება, ღია სივრცეში კი 10-ის ნაცვლად 15-ს;
  • აღარ იქნება შეზღუდვა კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე;
  • მოიხსნა შეზღუდვები ქელეხების, ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვაზე;
  • გაუქმდება კოვიდსასტუმროები და მასში პაციენტებს 22 თებერვლის შემდეგ აღარ შეიყვანენ;
  • უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
  • 4 მარტიდან ღამის კლუბებს შეეძლებათ სივრცის 60%–ის დატვირთვით მუშაობის განახლება;
  • 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე ყოველგვარი შეზღუდვები იხსნება.

კვლავ სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 პირი გამოჯანმრთელდა, 15 933 გარდაიცვალა.
  • ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 10 000–ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S