Accentnews.ge
მედია  – ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში აშენებული ხიდი გაქრა

მედია  – ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში აშენებული ხიდი გაქრა

18/02/2022 08:16:04 მსოფლიო

15 თებერვალს "Maxar"–ისა და "Planet"–ის გადაღებული სატელიტური ფოტოების თანახმად, ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში ახალი გზა და ხიდი იყო აშენებული, თუმცა იგივე ლაბორატორიების მიერ 17 თებერვალს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე გზაც და ხიდიც გამქრალია, – იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, "ხიდია აშენების ან აღების ზუსტი მიზეზი უცნობია".

CNN–ის ინფორმაციით, "ხიდი შესაძლოა, ბელარუსში მიმდინარე რუსულ–ბელარუსული წვრთნებისთვის ააგეს, თუმცა დასავლეთის დაზვერვა არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ ხიდის გავლით უკვე გადაიტანეს უკრაინის საზღვართან საბრძოლო მასალები და იგი უკვე აღარ სჭირდებოდათ და აიღეს".

16 თებერვალს CNN–მა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

"დასავლური დაზვერვა და სამხედრო მაღალჩინოსნები მშენებლობას ყურადღებით აკვირდებიან და მიიჩნევენ, მას როგორც დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შესაძლო შეჭრის წინ ამზადებს. ახალი გზა და ხიდი, რომელიც ბელარუსის სამხრეთ ნაწილში მდინარე პრიპიატზე შენდება, ქვეყანაში წვრთნების მიზეზით მყოფმა რუსულმა ძალებმა შესაძლოა, კიევის მიმართულებით გადაადგილებისთვის გამოიყენონ".

ცნობისთვის: 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S