Accentnews.ge
ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში ახალი გზა და ხიდი შენდება

ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში ახალი გზა და ხიდი შენდება

17/02/2022 07:50:59 მსოფლიო

ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაღებული სატელიტური სურათების თანახმად, ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6კმ–ში ახალი გზა და ხიდი შენდება.

"დასავლური დაზვერვა და სამხედრო მაღალჩინოსნები მშენებლობას ყურადღებით აკვირდებიან და მიიჩნევენ, მას როგორც დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შესაძლო შეჭრის წინ ამზადებს. ახალი გზა და ხიდი, რომელიც ბელარუსის სამხრეთ ნაწილში მდინარე პრიპიატზე შენდება, ქვეყანაში წვრთნების მიზეზით მყოფმა რუსულმა ძალებმა შესაძლოა, კიევის მიმართულებით გადაადგილებისთვის გამოიყენონ", – იუწყება CNN სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

"რუსეთი აშენებს ხიდებს, საველე ჰოსპიტლებს, ყველა სახის დამხმარე ინფრასტრუქტურას", - განუცხადა ერთ–ერთმა წყარომ გამოცემას და დასძინა: ”სწორედ ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ ვითვალისწინებთ მათ განცხადებებს დეესკალაციის შესახებ".

CNN–ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხიდთან ჯავშანტექნიკის კონცენტრაცია არ დაფიქსირებულა. რუსული ძალები მშნებლობის ადგილიდან დაახლოებით 80 მილის დაშორებით არიან განლაგებულნი, თუმცა მშენებლობის ზონისკენ მიმავალ გზაზე ერთი კოლონა შეამჩნიეს.

"დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძალები ისეთ პოზიციებზეა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია, დაიწყოს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, თუმცა აშშ–ში ჯერ კიდევ მიიჩნევენ, რომ პუტინს შეჭრის გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია. გუშინ რუსეთმა არაერთი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გაავრცელა, მათ შორის განაცხადა, რომ მისი ძალების ნაწილმა უკრაინის საზღვრიდან უკან დაიხია. თუმცა აშშ–ისა და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ აღნიშნეს, რომ საზღვარზე დეესკალაციის ნიშნების მტკიცებულებას ჯერ–ჯერობით ვერ ხედავენ. როგორც CNN-ს უახლესი დაზვერვის ​მონაცემების თაობაზე რამდენიმე წყარომ განუცხადა, 16 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან რუსული წარმოდგენილობა გააძლიერა. დასავლეთის დაზვერვის მაღალჩინოსნისა და ამ საკითხთან კარგად გარკვეული ერთ–ერთი წყაროს თქმით, რუსული შორეული არტილერია საცეცხლე პოზიციებზეა მოთავსებული", – იუწყება CNN.

ცნობისთვის: 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S