მედია: რუსმა სამხედროებმა ბელარუსში საკუთარი საკვების და საწვავის გაყიდვა დაიწყეს
16/02/2022 07:20:25 მსოფლიო
ბელარუსში სავაჭრო დახლებზე სამხედროებისთვის განკუთვნილი რუსული მშრალი რაციონი გამოჩნდა,– იუწყება მედია.
ამავე წყაროს ცნობით, პროდუქტი შესახებ განცხადებები ძირითადად ჩნდება იმ ლოკაციებზე, სადაც რუსი სამხედროები არიან დისლოცირებული.
ასევე იუწყებიან, რომ სამხედროები დიზელის საწვავს ყიდიან ადგლობრივებზე თითქო ბიდონს 18 რუბლად, ხოლო რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი რუსული მშრალი საკვების პოვნა ადგილობრივ ბაზარზე ადვილადაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბელარუსში ერთობლივი წვრთნების მორივით, 30 000–მდე მებრძოლი გადაისროლა.
იხილეთ ასევე: მთვრალი სამხედროები, ქუდობა და მოსახლეობაში გამეფებული შიში – რეპორტაჟი ბელარუსიდან, სადაც რუსეთი წვრთნებს ატარებს


