აშშ-ის წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების მეთაური: "ჩინეთმა შესაძლოა, უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს"
16/02/2022 06:46:44 მსოფლიო
აშშ-ის წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების მეთაური კენეტ ვილსბახი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთმა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს.
"მაშინ, როცა დასავლური ძალები ორიენტირებულია რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვაზე, ჩინეთმა შესაძლოა, აზიაში რაღაც პროვოკაციული ქმედება განახორციელოს. გასაკვირი არ იქნება, თუ იგი შეეცდება, რაღაც გააკეთოს ინდო-წყნარ ოკეანეში, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია", – განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ როდესაც პეკინმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, "მან შესაძლო შედეგებზე სარდლობასა და რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან ისაუბრა".
ცოტა ხნის წინ ჩინეთმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო–საზღვაო წვრთნები ჩაატარა.
9–10 თებერვალს გამართულ წვრთნებში ჩინეთში არსებული ყველა საჰაერო და საზღვაო შენაერთი იყო ჩართული.
წვრთნების მიზანი დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება იყო.
"აშშ–სა და მისი მისი მოკავშირეებისგან სავარაუდო სამხედრო პროვოკაციის საპასუხოდ, ჩინეთმა საბრძოლო მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა", – განუცხადა ჩინელმა ექსპერტმა "გლობალ თაიმსს".
მანამდე, ტაივანის აღმოსავლეთით 3– 7 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ წვრთნები სახელწოდენბით "Noble Fusion 2022" ჩაატარეს.


