Accentnews.ge
ჩინეთმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო–საზღვაო წვრთნები ჩაატარა

ჩინეთმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო–საზღვაო წვრთნები ჩაატარა

14/02/2022 08:12:35 მსოფლიო

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო–საზღვაო წვრთნები ჩაატარა. 9–10 თებერვალს გამართულ წვრთნებში ჩინეთში არსებული ყველა საჰაერო და საზღვაო შენაერთი იყო ჩართული.

წვრთნების მიზანი დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება იყო.

"აშშ–სა და მისი მისი მოკავშირეებისგან სავარაუდო სამხედრო პროვოკაციის საპასუხოდ, ჩინეთმა საბრძოლო მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა", – განუცხადა ჩინელმა ექსპერტმა "გლობალ თაიმსს".

მანამდე, ტაივანის აღმოსავლეთით 3– 7 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ წვრთნები სახელწოდენბით "Noble Fusion 2022" ჩაატარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S