Accentnews.ge
გამყრელიძე: "ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი"

გამყრელიძე: "ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი"

15/02/2022 09:22:06 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ვაქცინაციის თაობაზე.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, გუშინდელი განცხადებები მე მგონი, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ჩვენ იანვარსა და თებერვალში რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ანუ დაახლოებით 50%-ში, ვისაც ინფექცია მეორედ დაემართა, ისინი ორჯერადად იყვნენ აცრილები. ამას არავინ მალავს, მაგრამ ვინც „ბუსტერი“ გაიკეთა ამ შემთხვევაში რეინფიცირება ნაკლებია. ამიტომ, ის რაც გუშინ რატომღაც აიტაცა მედიამ და მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა გაშუქებული და არა ის, რაც მერე სწორად ბრძანეს, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა აუცილებელია, მეტი ადამიანი აიცრას და გაიკეთოს „ბუსტერი“, ეს რატომღაც მერე ნიველირდა“, - აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S