Accentnews.ge
პრემიერი განმარტავს, რატომ გაუქმდა საქართველოში "მწვანე პასპორტები"

პრემიერი განმარტავს, რატომ გაუქმდა საქართველოში "მწვანე პასპორტები"

14/02/2022 07:47:45 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ "მწვანე პასპორტების" გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ამ დოკუმენტის გამოყენებამ აზრი დაკარგა".

პრემიერმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტლების მიზეზი გახდა:

"ჩვენ, რა თქა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ამ ბარათების მუშაობა, რადგან აზრი დაკარგა აღნიშნული "მწვანე პასპრტების" გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ამ ვაქცინაციის წახალისება და მოგეხსენებათ, რომ "დელტას" და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ "ომიკრონის შემთხვვაში, ძალიან ბევრი შემთხვევა, კი არა უმეტესობა, ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება "ომიკრონი". მაგალითად, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, "ფაიზერის " ვაქცინით ორჯერ ვიყავი აცრილი მაგრამ მინც დამემართა "ომიკრონი". თუმცა ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია არაერთი სხვა ვირუსი და 4–ჯერ და 5–ჯერ უფრო რთულად გადამიტანია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მიდგომა შიცვალა. აზრი დაკარგა ამ ბარათის გამოყენებამ და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება. მეორეს მხრივ, რა თქმა, ჩვენ უნდა გავაგრძლეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წელს ზემოთ ადამიანების აცრა მაინც პრევენციის მიზნით, რომ განსაკუთრებით ვინც ასაკშია და აქვს ქრონიკული სხვა დაავადებები. სხვა დანარჩენი არის სრული კონტროლის ქვეშ. ევროპის ქვეყნებმა , აშშ–მა ყველამ გახსნა და არავინ აღარ ფიქრობს შეზღუდბეზე, პირიქით, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ და კონტროლი გვქონდეს მაქსიმალური და მეორეს მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ერთის მხრივ, ვაქცინაცია უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კიდევ ერთხელ ეს კამპანია, 50 წლის ზემოთ ჩვენ ვუხდით 200 ლარს აცრებში და "ბუსტერ" დოზის შემხვევაში 100 ლარს ვუხდით დამატებით და ვფიქრობ, რომ ეს კამპანია კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. რეგინებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა".

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების განმარტებით, ვაქცინაციის შემთხვევაში მკვეთრად მცირდება ჰოსპიტალიზაცია, ჟანგბადდამოკიდებულება და ლეტალური გამოსავალი. სწორედ ამ არგუმენტით მოუწოდებენ სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ.

„ის, რომ 80 და 100 ადამიანი არ გვეღუპება ყოველ დღე, სწორედ ვაქცინის დამსახურებაა“,– განმარტავენ ექიმები.

იხილეთ ასევე: "არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს, ამიტომ ყველას სიფრთხილისა და აცრებისკენ მოვუწოდებ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S